დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გაიზარდა თუ არა კრიმინალი საქართველოში?
ქვეყანაში არსებული კრიმინალური მდგომარეობა განსჯის საგანი არაერთხელ გამხდარა და რომლის შესახებაც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ბოლო დროს მომხდარი დანაშაულების მიუხედავად, მთავრობა ამტკიცებს, რომ კრიმინალი შემცირდა, განცხადების გასამყარებლად სტატისტიკას აქვეყნებს. მთავრობის ინფორმაციის სანდოობის არ სჯერა ოპოზიციას. საზოგადოება კი გაძლიერებულ შიშის ფაქტორზე საუბრობს.
ორგანიზაცია PIN-მა იმერეთში 4 სოციალური საწარმო დააფინანსა
სოციალური საწარმოს განვითარება ადგილობრივი პროდუქციის განვითარებას და მოსახლეობის დასაქმებას ნიშნავს
იმერეთის გუბერნია IDFI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“, IDFI-ის მიერ 2013 წელს რეგიონებში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით გაკეთებულ მოკვლევაზე შემდეგ განმარტებას აკეთებს.
ქუთაისის მერიას საბინაო ფონდის შექმნისკენ მოუწოდებენ
სოციალურად დაუცველებმა და იპოთეკით დაზარალებულებმა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრებთან ერთად ქუთაისის მერიის წინ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მერს ქუთაისში საბინაო ფონდის შექმნისკენ და მოსახლეობაზე ზრუნვისკენ მოუწოდებენ.
ქუთაისის მერიამ პარკირების ადგილებზე ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა
ქუთაისის მერიამ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლით გადაცემისათვის ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.
„ლაზი ვორე“ - ლაზი მწერლის წიგნის პრეზენტაცია ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ლაზ მწერალ უმით ოსმანაღაოღლუს უმასპინძლეს. ღონისძიებას საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე, საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, პოეტი თემურ ჩალაბაშვილი, ბიბლიოთეკის თანამშრომლები, სტუდენტები და წიგნის მოყვარულები დაესწრნენ.
„პარლამენტის თბილისში დაბრუნების იდეამ შეაჩერა ქუთაისის და მთლიანად რეგიონის განვითარება“
ირღვევა თუ არა კონსტიტუცია საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანით?
ქუთაისის სასწრაფომ ახალი რეანიმობილებით მომსახურება დაიწყო
ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 4 ახალი რეანიმობილი გადაეცა. სამედიცინო ჯგუფები გამოძახებაზე ახალი რეანიმობილებით უკვე გავიდნენ. სამედიცინო პერსონალის განცხადებით, ახალი ტექნიკა მათ მდგომარეობას გააუმჯობესებს, რადგან გაუმართავი ავტომობილების გამო, გამოძახებაზე ხშირად დაგვიანებით უწევდათ მისვლა.
რა საფრთხეებს ხედავს ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ქონების 10 წლით გასხვისებაში?
ქუთაისის საკრებულოს რიგით მეხუთე სხდომის დღის წესრიგში არსებულმა საკითხმა - მოქალაქეებისთვის ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, 10 წლის ვადით სარგებლობაში გადაცემამ - საკრებულოს დეპუტატებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
ფოტოკონკურსი „ილო 2014“ დაიწყო!
საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ილო“ 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება ქუთაისში. ფოტოკონკურს „ილოს“ ორგანიზებას ქალაქის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უწევს. ფოტოკონკურსი ქუთაისელი კოლორიტის, ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს, რომლის ფოტოატელიეც ათწლეულების განმავლობაში ქალაქის ცხოვრების ერთგვარი მემატიანე იყო.
«12345678910»
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია